სს ,,სბ უძრავი ქონების" აქციების 100%-იანი წილის პირდაპირი და ბენეფიციალური მფლობელი არის სს ,,საქართველოს ბანკი".
,,საქართველოს ბანკი" წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც საკუთარ კლიენტებს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს, კომერციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, დაგროვილი ქონების მართვის, დაზღვევის, ლიზინგისა და პლასტიკური ბარათებით ოპერაციების სრულ პაკეტს სთავაზობს.
,,საქართველოს ბანკი", რომლის საბაზრო წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 36.2%-ს შეადგენს, უმსხვილესი ბანკია ქვეყანაში და 739 522 ფიზიკურ პირს ემსახურება 142 ფილიალისა და 405 ბანკომატის (საქართველოში ბანკომატების უმსხვილესი ქსელი), ასევე ინტერნეტის, მობილბანკისა და თანამედროვე ცხელი ხაზის გამოყენებით.
ბანკი მის საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიებით ორგანიზებულია სხვადასხვა სტრატეგიული ბიზნესდანაყოფების (საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება, დაზღვევა და კორპორატიული ცენტრი, დაგროვილი ქონების მართვა და ,,ბიჯი კაპიტალი") მიხედვით.