მენეჯმენტი

ირაკლი ბურდილაძე – „სბ უძრავი ქონების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და სს „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე.
ბატონი ირაკლი ბურდილაძე ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ 2007 წლის მარტში დაინიშნა. ამ პოზიციაზე დანიშვნამდე იგი „საქართველოს ბანკის" ფინანსური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.  „საქართველოს ბანკში" მოსვლამდე ბატონი ბურდილაძე „GMT Group”-ის, საქართველოში უძრავი ქონების დეველოპერი კომპანიის, ფინანსური დირექტორი იყო. აღნიშნულმა კომპანიამ დააფინანსა რამდენიმე პროექტი საქართველოში, მათ შორის: ყოფილი „სასტუმრო თბილისის" აღდგენა და მისი გადაკეთება ფეშენებელურ სასტუმროდ – „თბილისი მარიოტად“, აგრეთვე სასტუმრო „ქორთიარდ თბილისი მარიოტის" აშენება პირველი კლასის საოფისე ფართებით. ბატონ ბურდილაძეს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, აქვს მიღებული. ბაკალავრის ხარისხი კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების დარგში მიიღო. 

გიორგი ნადარეიშვილი – „სბ უძრავი ქონების" გენერალური დირექტორი.
ამ პოზიციაზე დანიშვნამდე ბატონი გიორგი ნადარეიშვილი მუშაობდა აშშ-ში, ნიუ-იორკში დაფუძნებულ უძრავი ქონების დეველოპერულ „კლაკენის კორპორაციაში" კერძო საკუთრების განვითარების პროექტების მენეჯერად. თავისი საქმიანობის ფარგლებში ბატონი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა არაერთ დეველოპერულ პროექტს აშშ-ში,  მჭიდროდ თანამშრომლობდა სამშენებლო კომპანიებთან, არქიტექტორებთან და ნიუ-იორკის მერიის სამშენებლო დეპარტამენტთან, აგრეთვე პასუხისმგებელი იყო უძრავი ქონების გაყიდვებზეც. 2001 წლის მაისში ბატონმა გიორგიმ მიიღო უძრავი ქონების გაყიდვის სერტიფიკატი, რაც მას ნიუ-იორკში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის უფლებას ანიჭებდა. ბატონ ნადარეიშვილს ხარისხი მიღებული აქვს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში საერთაშორისო ურთიერთობების დარგში.