უძრავი ქონების განვითარება, დეველოპმენტი

უძრავი ქონების განვითარების სფეროში კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს, დაარსებიდან დღემდე 8 მსხვილი პროექტი განახორციელა.

სბ უძრავი ქონების'' მიმდინარე პროექტი არის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, დეველოპმენტი თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე

თანამედროვე დიზაინის ახალი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ უბანში, ჩუბინაშვილის ქ. N68-ში.

აქვეა სავაჭრო ცენტრები „თბილისი ცენტრალი" და „ქარვასლა"; ნაკვეთის სრული ფართობი 4 593 კვ.მ-ია, 6-სართულიანი შენობა კი, რომელიც ნაკვეთზე განლაგდება, თავისი არქიტექტურითა და სივრცითი-მოცულობითი გადაწყვეტილებით სრულად ითვალისწინებს გარემოს მასშტაბსა და ბუნებრივად ერწყმის მას.

საცხოვრებელი სახლი m2
ნაკვეთის სრული ფართობი 4 593 კვ.მ
ნაგებობის ფართი 14 366 კვ.მ
მშენებლობა დაიწყო 2010 წლის შემოდგომაზე
დასრულების თარიღი 2012 წლის აგვისტო
 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: www.m2.ge

ლილო 1, ლილო 2-ის სასაწყობო მეურნეობები:

  • „სბ უძრავი ქონების” შემოსავლების თვალსაზრისით არტერიული მნიშვნელობის უძრავი ქონება თბილისში, აეროპორტის გზაზე მდებარეობს და მოიცავს 28 327 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 9 195 კვ.მ მოცულობის გარემონტებულ სასაწყობო შენობა-ნაგებობებს, ტერიტორიაზე შემავალი სარკინიგზო ხაზით;
  • სამგორის რაიონის ეს ნაწილი (ლილოს სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია) ტრადიციულად გამოიყენება ლოჯისტიკური მომსახურებისთვის, რასაც განაპირობებს მისი სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და რკინიგზასთან;
  • „სბ უძრავი ქონების" მიერ განხორციელდა ლილოს სასაწყობო მეურნეობის განახლება და „ბ" კლასის საწყობებად ჩამოყალიბება, რომელთაგანაც ერთი ემსახურება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს, ხოლო მეორე – „საქართველოს ბანკს" სასაწყობო დანიშნულებისთვის;
  • ლილოს საწყობები უზრუნველყოფილია 24-საათიანი დაცვით, აღჭურვილია თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით;
  • შენობა-ნაგებობების 90% დატვირთულია, გაცემულია იჯარით.
ლილო 1-ის საწყობები
მიწის საერთო ფართობი 18 653 კვ.მ
შენობის ფართი 6 702 კვ.მ
პროექტის სტატუსი შესრულდა (გარემონტდა) 2007 წელს
„სბ უძრავი ქონების" საკუთრება 100%
მთლიანი დატვირთვა 90%
 
ლილო 2-ის საწყობები
მიწის საერთო ფართობი 9 692 კვ.მ
შენობის ფართი 2 493 კვ.მ
პროექტის სტატუსი შესრულდა (გარემონტდა) 2007 წელს
„სბ უძრავი ქონების" საკუთრება 100%
მთლიანი დატვირთვა 100%
 

საოფისე ფართი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე:

  • 880 კვ.მ. მოცულობის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს, სადაც მრავლადაა განლაგებული ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები;
  • კომპანია „სბ უძრავი ქონების“ მიერ დასრულდა მანსარდის მშენებლობა, მთლიანად გარემონტდა შენობა და გადაკეთდა „ბ“ კლასის საოფისე ფართად;
  • შენობის 100% დატვირთულია, გაცემულია იჯარით.
საოფისე ფართი აღმაშენებლის გამზირზე
მიწის საერთო ფართობი -
შენობის ფართი 880 კვ.მ
პროექტის სტატუსი შესრულდა 2007 წელს
„სბ უძრავი ქონების" საკუთრება 100%
მთლიანი დატვირთვა 100%
 

გლდანის მეგაცენტრი:

  • „გლდანის მეგაცენტრი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, მეტროსთან ახლოს, გლდანის რაიონის ორ მთავარ ქუჩას შორის;
  • კომპანია „სბ უძრავმა ქონებამ" განახორციელა მეორე სართულის დაშენება, რომლის მთლიანი ფართი 1 560 კვ.მ-ს შეადგენს.
გლდანის მეგაცენტრი
მიწის საერთო ფართობი 2 311 კვ.მ
შენობის ფართი 3 755 კვ.მ
პროექტის სტატუსი შესრულდა 2008 წელს
„სბ უძრავი ქონების" საკუთრება 100%
მთლიანი დატვირთვა 90%
 

საოფისე ფართი საბურთალოზე:

  • 1320 კვ.მ ფართის საოფისე შენობა საბურთალოზე, მჭიდროდ დასახლებულ და ახლად განვითარებულ ე.წ. შანხაის უბანში მდებარეობს;
  • „სბ უძრავი ქონების" მიერ  არსებული შენობა გარემონტდა და „ა" კლასის საოფისე ფართებად გადაკეთდა.
საოფისე ფართი საბურთალოზე
მიწის საერთო ფართობი 2 153 კვ.მ
შენობის ფართი 1 320 კვ.მ
პროექტის სტატუსი შესრულდა 2008 წელს
„სბ უძრავი ქონების" საკუთრება 100%
მთლიანი დატვირთვა 100%
 

საოფისე ფართი აბანოთუბანში:

  • ოფისები განლაგებულია თბილისის ისტორიულ უბანში და სახელგანთქმულია ძველი სტილის არქიტექტურით, ხედებითა და გოგირდის აბანოებით, რაც მას ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის;
  • კომპანია „სბ უძრავი ქონების" მიერ მოხდა 530 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 1 200 კვ.მ შენობის შეძენა აბანოთუბანში, სანაპიროსთან ახლოს. შენობები განახლდა და გაიყიდა 2008 წელს.
საოფისე ფართი აბანოთუბანში
მიწის საერთო ფართობი 530 კვ.მ
ნაგებობის ფართი 1200 კვ.მ
პროექტის სტატუსი შესრულებულია 2008 წელს
„სბ უძრავი ქონების" საკუთრება გაიყიდა/გასხვისდა