,,სბ უძრავი ქონების" მმართველობაში არსებულმა ექვსმა ობიექტმა საკმაოდ დიდი გამოცდილება შესძინა კომპანიას. აღნიშნული ობიექტების საშუალო დატვირთვა 95%-ს მოიცავს. ,,სბ უძრავი ქონება" მომხმარებელს უძრავი ქონების მართვის სრულ სპექტრს სთავაზობს.
მმართველობის ქვეშ არსებული ქონება:
საცხოვრებელი სახლის პროექტის – m2-ის დასრულებისთანავე „სბ უძრავი ქონების“ მიერ მოხდება არსებული პროექტისათვის ქონების მართვის მომსახურების გაწევა.
| საცხოვრებელი სახლი m2 |
| ნაკვეთის სრული ფართობი |
4 593 კვ.მ |
| ნაგებობის ფართი |
14 366 კვ.მ |
| მშენებლობა დაიწყო |
2010 წლის შემოდგომაზე |
| დასრულების თარიღი |
2012 წლის აგვისტო |
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:
www.m2.ge
ლილო 1, ლილო 2-ის სასაწყობო მეურნეობები:
- ,,სბ უძრავი ქონების" შემოსავლების თვალსაზრისით არტერიული მნიშვნელობის უძრავი ქონება თბილისში, აეროპორტის გზაზე მდებარეობს და მოიცავს 28 327 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 9 195 კვ.მ მოცულობის გარემონტებულ სასაწყობო შენობა-ნაგებობებს, ტერიტორიაზე შემავალი სარკინიგზო ხაზით;
- სამგორის რაიონის ეს ნაწილი (ლილოს სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია) ტრადიციულად გამოიყენება ლოჯისტიკური მომსახურებისთვის, რასაც განაპირობებს მისი სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და რკინიგზასთან;
- ,,სბ უძრავი ქონების" მიერ განხორციელდა ლილოს სასაწყობო მეურნეობის განახლება და ,,ბ" კლასის საწყობებად ჩამოყალიბება, რომელთაგანაც ერთი ემსახურება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს, ხოლო მეორე – ,,საქართველოს ბანკს" სასაწყობო დანიშნულებისთვის;
- ლილოს საწყობები უზრუნველყოფილია 24-საათიანი დაცვით, აღჭურვილია თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით;
- შენობა-ნაგებობების 90% დატვირთულია, გაცემულია იჯარით.
| ლილო 1-ის საწყობები |
| მიწის საერთო ფართობი |
18 653 კვ.მ |
| შენობის ფართი |
6 702 კვ.მ |
| პროექტის სტატუსი |
შესრულდა (გარემონტდა) 2007 წელს |
| ,,სბ უძრავი ქონების" საკუთრება |
100% |
| მთლიანი დატვირთვა |
90% |
| ლილო 2-ის საწყობები |
| მიწის საერთო ფართობი |
9 692 კვ.მ |
| შენობის ფართი |
2 493 კვ.მ |
| პროექტის სტატუსი |
შესრულდა (გარემონტდა) 2007 წელს |
| ,,სბ უძრავი ქონების" საკუთრება |
100% |
| მთლიანი დატვირთვა |
100% |
საოფისე ფართი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე:
- 880 კვ.მ. მოცულობის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს, სადაც მრავლადაა განლაგებული ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები;
- კომპანია „სბ უძრავი ქონების“ მიერ დასრულდა მანსარდის მშენებლობა, მთლიანად გარემონტდა შენობა და გადაკეთდა „ბ“ კლასის საოფისე ფართად;
- შენობა დატვირთულია 100%-ით, გაცემულია იჯარით.
| საოფისე ფართი აღმაშენებელზე |
| მიწის საერთო ფართობი |
- |
| შენობის ფართი |
880 კვ.მ |
| პროექტის სტატუსი |
შესრულდა 2007 წელს |
| ,,სბ უძრავი ქონების" საკუთრება |
100% |
| მთლიანი დატვირთვა |
100% |
გლდანის მეგაცენტრი:
- ,,გლდანის მეგაცენტრი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, მეტროსთან ახლოს, გლდანის რაიონის ორ მთავარ ქუჩას შორის;
- კომპანია ,,სბ უძრავმა ქონებამ" განახორციელა მეორე სართულის დაშენება, რომლის მთლიანი ფართი 1 560 კვ.მ-ს შეადგენს.
| გლდანის მეგაცენტრი |
| მიწის საერთო ფართობი |
2 311 კვ.მ |
| შენობის ფართი |
3 755 კვ.მ |
| პროექტის სტატუსი |
შესრულდა 2008 წელს |
| ,,სბ უძრავი ქონების" საკუთრება |
100% |
| მთლიანი დატვირთვა |
90% |
საოფისე ფართი საბურთალოზე:
- 1320 კვ.მ ფართის საოფისე შენობა საბურთალოზე, მჭიდროდ დასახლებულ და ახლად განვითარებულ ე.წ. შანხაის უბანში მდებარეობს;
- ,,სბ უძრავი ქონების" მიერ არსებული შენობა გარემონტდა და ,,ა" კლასის საოფისე ფართებად გადაკეთდა.
| საოფისე ფართი საბურთალოზე |
| მიწის საერთო ფართობი |
2 153 კვ.მ |
| შენობის ფართი |
1320 კვ.მ |
| პროექტის სტატუსი |
შესრულდა 2008 წელს |
| ,,სბ უძრავი ქონების" საკუთრება |
100% |
| მთლიანი დატვირთვა |
100% |