საბროკერო მომსახურება

კომპანიას აქვს საკუთარი საბროკერო მომსახურება როგორც მის მმართველობაში არსებული, ასევე მესამე მხარის ქონებისთვის.

საბროკერო მომსახურების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ბინის, სახლის, აგარაკის, მიწის, კომერციული თუ საოფისე ფართის ყიდვა/გაყიდვა, ქირაობა/გაქირავება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომსახურების ხარისხსა და ინდივიდუალური მიდგომითა და მოთხოვნების გათვალისწინებით ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.

,,სბ უძრავი ქონების" საბროკერო სამსახურის მიერ ხდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესის კონტროლი, რაც მომხმარებელს დროსთან ერთად ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად ხარჯვისა და დაზოგვის შესაძლებლობასაც აძლევს. გარდა უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვისა და ქირაობა/გაქირავებისა, კომპანიის მომსახურება მოიცავს აგრეთვე რეკომენდაციებს იპოთეკური სესხების შესახებ, იურიდიულ კონსულტაციას, უძრავი ქონებისა და პროექტის შეფასებას, რემონტსა და მშენებლობას.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.sbrebrokerage.ge